იყიდება სრულად გარემონტებული, 4-ოთახიანი ბინა კომპლექსში m² ყაზბეგზე 2.
ბინას აქვს სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახი, 3 საძინებელი (1 მასტერ ბედრუმი), 2 სველი წერტილი და აივანი. იყიდება ავეჯითა და ტექნიკით. გამოირჩევა ძალიან კარგი ადგილმდებარეობით და ხედებით.
კომპლექსი აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით; მშენებლობისას გამოყენებულია ხმის იზოლაციის შრეები; ყველა ბინას აქვს ალუმინის ვიტრაჟები ორმაგი მინა-პაკეტებით; 23%-მდე ენერგოეფექტურობა - დათბუნებული კედლები უზრუნველყოფს კომუნალური დანახარჯების შემცირებას. კომპლექსი გამოირჩევა მოსახერხებელი ადგილმდებარეობით, კომფორტით და უსაფრთხოებით.