იყიდება სრულად გარემონტებული, 3-ოთახიანი ბინა კომპლექსში m² ყაზბეგზე 2.
ბინას აქვს სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახი, 2 საძინებელი, 1 სველი წერტილი და აივანი. აპარტამენტი სრულად აღჭურვილია ავეჯით, ტექნიკით და ყველა საჭირო ინვენტარით. ბინა იყიდება ავტოსადგომთან ერთად.
კომპლექსი აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით; მშენებლობისას გამოყენებულია ხმის იზოლაციის შრეები; ყველა ბინას აქვს ალუმინის ვიტრაჟები ორმაგი მინა-პაკეტებით; 23%-მდე ენერგოეფექტურობა - დათბუნებული კედლები უზრუნველყოფს კომუნალური დანახარჯების შემცირებას. კომპლექსი გამოირჩევა მოსახერხებელი ადგილმდებარეობით, კომფორტით და უსაფრთხოებით.