იყიდება ბინა m³ საბურთალოს უბნის მესამე ფაზაში. m²-ის ახალი საცხოვრებელი უბანი გელოვანის გამზირსა და ბაქრაძის ქუჩას შორის მოქცეულ 11.5 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, ვეფხი და მოყმის ძეგლიდან 900 მეტრში მდებარეობს. ტერიტორია რამდენიმე ფაზისგან შედგება და საცხოვრებელ ზონასთან ერთად მოიცავს: საგანმანათლებლო, სპორტულ, სარეკრეაციო, გასართობ ინფრასტრუქტურას.
ბინა ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობით, რაც მოიცავს:
- რკინის შესასვლელი კარი;
- ალუმინის ორმაგი მინა-პაკეტის კარ-ფანჯარა დაბალემისიური მინით;
- მსუბუქი ბლოკით მოწყობილი გალესილი შიდა ტიხრები (სან-კვანძებში ლესვის გარეშე);
- მოჭიმული იატაკი (გარდა სან-კვანძებისა);
- გათბობის კოლექტორული სისტემის მილები რადიატორებისთვის;
- ელექტროგაყვანილობა, ტელეფონის, ინტერნეტის და ტელევიზიის ხაზები;
- მისაღებ ოთახში კონდიციონერის განთავსებისთვის გაყვანილობა;
- წყალ-კანალიზაციის მთავარი ვერტიკალური დგარები;
- ბუნებრივი აირის მილი მიყვანილი სამზარეულოსა და ქვაბის განთავსების ადგილებამდე;
- მოპირკეთებული აივნები;
- დომოფონის გაყვანილობა;
- გაზის, წყლის და ელ. ენერგიის მრიცხველები;
- გაყვანილობა კვამლის ხმოვანი დეტექტორისთვის.
კორპუსი ბარდება 2024 წლის დასაწყისში.