სტანდარტული მომსახურება
რეკომენდაცია უძრავი ქონებაზე
ჩვენი მენეჯერები გაგიწევენ რეკომენდაციას თქვენი უძრავი ქონების მდგომარეობაზე, ბაზარზე არსებულ გასაყიდ/გასაქირავებელ უძრავ ქონებასთან თანხვედარში მოყვანის მიზნით. ამასთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი სპეციალისტები გაგიწევენ რეკომენდაციებს უძრავი ქონების ოპტიმალურად დაგეგმარებასა და მოწყობასთან დაკავშირებით.
ბანკირთან კონსულტაცია
თუ თქვენი უძრავი ქონების მყიდველს სურს კონსულტაციის გავლა ბანკირთან, ჩვენ დავეხმარებით მას პროფესიონალური და ეფექტური რჩევების მიღებაში.
ბინის დაზღვევა
თუ ფლობთ ან აქირავებთ უძრავ ქონებას და გსურთ თქვენც და თქვენი მეზობელიც მშვიდად დახვდეთ თქვენს, ან მის მიერ გამოწვეულ მოულოდნელობებს, მაშინ გთავაზობთ ბინის დაზღვევას, რაც დაგეხმარებათ დაიცვათ თქვენი ინვესტიცია.
ციფრული მედია
თქვენი გასაყიდი/გასაქირავებელი უძრავი ქონების განცხადება განთავსდება კომპანიის ვებ-გვერდზე www.m2broker.ge
ექსკლუზიური მომსახურება
თქვენ შეგიძლიათ გადმოგვცეთ გასაღები, დანარჩენზე კი ჩვენ ვიზრუნებთ! ექსკლუზიური მომსახურების უპირატესობებია:
- პერსონალური მომსახურება;
- დროის დაზოგვის შესაძლებლობა;
- ნაკლები სტრესი;
- ანგარიშვალდებულება.
სტანდარტული პაკეტის მომსახურებებთან ერთად, თქვენ დამატებით ისარგებლებთ:
ციფრული მედია
თქვენი უძრავი ქონების განცხადება განთავსდება როგორც კომპანიის ვებ-გვერდზე www.m2broker.ge ასევე კომპანიის სოციალური მედიის არხებში (Facebook / Instagram) და მოხდება მათი რეკლამირება.
იურიდიული მხარდაჭერა
უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა/გაქირავებისას ხდება დაინტერესებულ მესამე პირთან შეხვედრა და კომუნიკაცია, ასევე, შესაბამისი ხელშეკრულების მომზადება და დოკუმენტაციის სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ რეგისტრაციის მხარდაჭერა.
ფოტოგადაღება
ჩვენ გადავიღებთ ისეთ ფოტოებს, რომელთა საშუალებითაც მსურველს გაუადვილდება თქვენი უძრავი ქონების ყველა უპირატესობის აღქმა და ექნება სურვილი შემდგომი მოლაპარაკების წარმოების.
ექსკლუზიური ქონების გაზიარება საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის ბროკერებთან
m² ბროკერი არის საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის წევრი კომპანია. ასოციაცია არის ერთადერთი უძრავი ქონების საბროკერო კომპანიების გაერთიანება საქართველოში. ის არის ამერიკის რეალტორთა ასოციაციის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რაც მოიცავს მსოფლიოს მასშტაბით 1.7 მილიონამდე რეალტორის გაერთიანებას ქსელში.
საქართველოში, ასოციაცია აერთიანებს 70-მდე საბროკერო კომპანიას. m² ბროკერის ექსკლუზიური მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში, თქვენი უძრავი ქონების გაზიარება მოხდება ასოციაციის ბროკერებთან, რაც თავისთავად უძრავი ქონების სწრაფად გაქირავებას/გაყიდვას მოიაზრებს.